2022-06-23 00:00:00
ამობეჭდე
გააზიარე

იცოდი, რომ უფლება გაქვს დააბრუნო ონლაინ ნაყიდი ნივთი მისი მიღებიდან 14 დღეში?

იცოდით, რომ 1 ივნისიდან უფლება გაქვთ დააბრუნოთ ონლაინ ნაყიდი ნივთი ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში?

2022 წლის 1 ივნისიდან უფლება გაქვთ ონლაინ ნაყიდი ნივთი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააბრუნოთ მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობა.

 

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის საკმარისია მოვაჭრეს საქონლის მიღებიდან 14 დღის ვადაში გაუგზავნოთ შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს თქვენს გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ.

 

თუ მოვაჭრემ არ მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს უფლებასთან დაკავშირებით, სურვილის შემთხვევაში 14 დღის ვადაში საფუძვლის გარეშე დააბრუნოთ საქონელი, მაშინ საქონლის მიღებიდან 14 დღის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში გაქვთ უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააბრუნოთ საქონელი.

 

არსებობს გამონაკლისები, როდესაც ზემოთ დასახელებული უფლებით ვერ ისარგებლებთ, მაგალითად, თუ საქონელი მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისობის ვადა აქვს, თუ საქონელი ჰერმენტულად დაცულია და მისი ჰერმენტულობა დაირღვა მიწოდების შემდეგ, საქონელი ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული და ა.შ.

 

საქონლის დაბრუნების უფლებით სარგებლობის ზუსტ წესსა და გამონაკლესებთან დაკავშირებით დეტალური კონსულტაცია შეგიძლია გაიაროთ ლოპორტზე რეგისტრირებულ იურისტებთან https://lawport.ge/

ავტორი: ეკატერინე კოკიჩაიშვილი
0
8