ხშირად დასმული კითხვები

რა არის ლოპორტი?
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ლოპორტი?

LawPort ∙ ლოპორტი არის ციფრული იურიდიული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან მომხმარებლებსა და იურისტებს. ლოპორტზე დარეგისტრირებულები არიან სხვადასხვა სპეციალიზაციის, ლოკაციისა და ენის მცოდნე იურისტები, რომლებიც მზად არიან გაუწიონ იურიდიული მომსახურება მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.  მაგალითად, თუკი ვეძებ იურისტს ბათუმში, რომელმაც იცის თურქული ენა და შეუძლია ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა, შემიძლია განვათავსო დავალება ლოპორტზე, მივუთითო ლოკაცია, საჭირო ენა, სპეციალიზაცია, ვადები. პლატფორმა 24 საათის შემდეგ, შემომთავაზებს ამ სპეციფიკაციებით შერჩეულ სამ იურისტს, რომლებსაც ერთდროულად ყველაზე მაღალი რეიტინგი და ოპტიმალური საფასო შეთავაზება აქვთ გაკეთებული. 5 დღის განმავლობაში შემიძლია შევარჩიო ამ სამიდან ერთ-ერთი, რის შემდეგაც, ჩვენ შორის გაფორმდება ონლაინ მომსახურების ხელშეკრულება.

რა ღირს პლატფორმის გამოყენება?
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს პლატფორმის გამოყენება?

პლატფორმაზე რეგისტრაცია, როგორც იურისტისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, არის უფასო. მომხმარებლის მიერ ერთჯერადად დავალების განთავსების ღირებულება 5 ლარია, ხოლო ერთწლიანი ულიმიტო გამოწერის ღირებულება 50 ლარი.

როგორ შეირჩევიან იურისტები?
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შეირჩევიან იურისტები?

იურისტები ლოპორტზე ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან, როგორც იურიდიული პირის, ისე ფიზიკური პირის სტატუსით. იქნება ეს იურიდიული ფირმა, სისხლის სამართლის ადვოკატი თუ სამშენებლო სამართლის იურისტი და სხვ. რის შემდეგაც, მათ კვალიფიკაციას და მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს ლოპორტის გუნდი ამოწმებს. მხოლოდ ამგვარი გადამოწმების შემდეგ აქვთ მათ შესაძლებლობა გაუწიონ იურიდიული დახმარება მომხმარებლებს. უშუალოდ მომხმარებლის მიერ დავალების განთავსების შემდეგ კი, იურისტები შეირჩევიან მომხმარებლის მიერ მითითებული ლოკაციის, სპეციალიზაციის და ენების მიხედვით და მათ შორის, მაღალი რეიტინგისა და ოპტიმალური განფასების მქონე საუკეთესო სამი კანდიდატის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი 24 საათში იღებს.

შეუძლიათ თუ არა იურიდიულ პირებს ლოპორტზე რეგისტრაცია?
ხშირად დასმული კითხვები
შეუძლიათ თუ არა იურიდიულ პირებს ლოპორტზე რეგისტრაცია?

დიახ, ლოპორტზე რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. 

როგორ მუშაობს პლატფორმა?
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მუშაობს პლატფორმა?

პლატფორმა მუშაობს ორი ალგორითმის მეშვეობით: 1)    მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ლოკაციის, სპეციალიზაციის და ენის ცოდნის მიხედვით მოიძიებს იურისტებს, რომლებსაც გაუგზავნის მომხმარებლის მიერ მოწოდებულ დავალებას და სთხოვს 24 საათის განმავლობაში საფასო შეთავაზების გაკეთებას. ამ დროის განმავლობაში, იურისტებს აქვთ შესაძლებლობა ანონიმურ რეჟიმში დასვან დამაზუსტებელი შეკითხვები დავალებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მათ მიერ განფასების გასაკეთებლად; 2)    24 საათის გასვლის შემდეგ, პლატფორმა ყველა ამ იურისტისგან ამოარჩევს სამ საუკეთესოს, რომელთაც აქვთ მაღალი რეიტინგი და ოპტიმალური საფასო შეთავაზება. სწორედ ამ სამი იურისტისგან, 5 დღის ვადაში, მომხმარებელს შეუძლია ამოარჩიოს ერთ-ერთი და მხარეთა შორის ავტომატურად გაფორმდება ონლაინ მომსახურების ხელშეკრულება. მომხმარებელი გადაიხდის შეთანხმებულ საფასურს, რაც დაკავდება პლატფორმაზე იმ დრომდე, სანამ დავალება არ იქნება შესრულებული. დავალების დასრულების შემდეგ, იურისტს და მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეაფასონ ერთმანეთი, რაც მათი რეიტინგის ფორმირებაში იქნება გათვალისწინებული.

როგორ მუშაობს SOS რეჟიმი?
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მუშაობს SOS რეჟიმი?

პლატფორმას, მომხმარებლის მიერ განთავსებული დავალების შემსრულებელთა მოსაძიებლად და მომხმარებლისთვის სამი საუკეთესოს წარსადგენად 24 საათი სჭირდება. თუკი მომხმარებელს დახმარება უფრო მოკლე დროში ესაჭიროება, მას შეუძლია გამოიყენოს SOS ღილაკი, რა შემთხვევაშიც, ლოპორტის გუნდი სწრაფ რეჟიმში შეარჩევს შესაბამის იურისტებს. 

რა ვადებში ანაზღაურდება იურისტის მიერ გაწეული მომსახურება?
ხშირად დასმული კითხვები
რა ვადებში ანაზღაურდება იურისტის მიერ გაწეული მომსახურება?

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი პლატფორმის მიერ შეთავაზებული იურისტებისგან ერთ-ერთს ამორიჩევს და მათ შორის ავტომატურად გაფორმდება ონლაინ მომსახურების ხელშეკრულება, მომხმარებელი იხდის შეთანხმებულ საფასურს. აღნიშნული თანხა დაკავდება პლატფორმის მიერ იმ დრომდე, სანამ იურისტი არ მონიშნავს, რომ დავალება დასრულებულია და მომხმარებელიც ამას არ დაადასტურებს. თუკი მომხმარებლის მხრიდან დავალების დასრულების დადასტურება გვიანდება, ლოპორტის გუნდი თავად დაუკავშირდება მას და დააზუსტებს აღნიშნულ საკითხს.  გასათვალისწინებელია, რომ დავალება ითვლება შესრულებულად, თუ იგი აკმაყოფილებს ამ დავალების მიმართ არსებულ სტანდარტებს.  აღსანიშნავია, რომ თუკი დავალება მოიცავს წარმომადგენლობას სასამართლო პროცესებზე, იურისტისთვის ანაზღაურების გადახდა დაიყოფა რამდენიმე ნაწილად და არ იქნება დამოკიდებული პროცესების სრულად დამთავრებაზე, რაც შესაძლოა რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს. მაგალითად, შესაძლოა ანაზღაურება ჩაირიცხოს პროცესის გარკვეული ლოგიკური ნაწილების დასრულების შემდეგ, როგორიცაა სარჩელის შეტანა, პირველი მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნა, გადაწყვეტილების გამოცხადება და ა.შ.