ჩვენი სერვისები

იურიდიული მომსახურება

ციფრული იურიდიული პლატფორმა აერთიანებს განსხვავებული სპეციალიზაციის მქონე იურისტებს და იურიდიულ ფირმებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. მომხმარებელს შეუძლია, რეგისტრაციის გავლისა და დავალების განთავსების შემდეგ 24 საათში იპოვოს მითითებულ ლოკაციაზე სასურველი სპეციალიზაციისა და ენის მცოდნე იურისტი.  ალგორითმის მეშვეობით პლატფორმა ამოარჩევს ყველა იმ იურისტს, რომელიც აკმაყოფილებს დამკვეთის მიერ მითითებულ სამ კრიტერიუმს (სპეციალიზაცია, ენა, ლოკაცია) და გაუგზავნის მათ დავალების დეტალებს დამკვეთის იდენტიფიცირების გარეშე. 24 საათის გასვლის შემდეგ პლატფორმა გადაამუშავებს იურისტებისაგან მიღებულ განფასებებს და კლიენტს მიაწვდის ინფორმაციას საუკეთესო სამი კანდიდატის შესახებ, რაც განისაზღვრება გონივრულად დაბალი ფასისა და მაღალი რეიტინგის კრიტერიუმებით. დამკვეთს 5 დღის განმავლობაში შეუძლია შემოთავაზებული ტოპ სამი იურისტისაგან აირჩიოს ერთ-ერთი მათ მიერ პლატფორმაზე მითითებული გამოცდილებისა და განათლების შეფასებით. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე რეგისტრირებული ყველა იურისტი გადის ვერიფიკაციის პროცესს ლოპორტის გუნდის მიერ. 

თარჯიმნის მომსახურება

ჩვენი პლატფორმა აერთიანებს იმ იურისტებსაც, რომლებიც ამავდროულად იურიდიული ტექსტის თარჯიმნები არიან. ამრიგად, თუკი გსურთ სამართლებრივი ტექსტის თარგმნა, შეგიძლიათ განათავსოთ დოკუმენტი პლატფორმაზე და ჩვენი ადმინისტრატორის დახმარებით მოიძიოთ შესაფერისი თარჯიმან-იურისტი.

იურისტი მუდმივ საწყისებზე

თუ იურისტს ეძებთ თქვენს კომპანიაში დასასაქმებლად, ლოპორტი ამაშიც დაგეხმარებათ. ლოპორტის გუნდი უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის სპეციფიკასა და საჭიროებებზე მორგებული კვალიფიციური იურისტის შერჩევას არა მხოლოდ ლოპორტის ბაზიდან, არამედ პლატფორმის მიღმა მოკვლევის მეშვეობით.